2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ჩხეიძე შეხვდა უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს დავრონ ვახაბოვს.
2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ჩხეიძე შეხვდა უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს დავრონ ვახაბოვს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპორტ-იმპორტის სამმართველოს უფროსის მოადგილე უმიდ ახმედოვი, საერთაშორისო განყოფილების სპეციალისტი კამოლა უმურზაკოვა და საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ირაკლი კანდელაკი.
საუბრისას განხილულ იქნა საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები.