სამუშაო ვიზიტი ქ. დუშანბეში
2024 წლის 15-17 იანვარს საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ჩხეიძე და საელჩოს უფროსი მრჩეველი ირაკლი კანდელაკი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ტაჯიკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ დუშანბეში.
ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, რომლებზეც განხილულ იქნა ქართულ-ტაჯიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.