ხალხთა მეგობრობის დღეები
2024 წლის 1 აგვისტოს საელჩოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ხალხთა მეგობრობის დღეების ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან არსებული ეროვნებათაშორისი ურთიერთობებისა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრული კავშირების კომიტეტისა და უზბეკეთში ქართული კულტურის ცენტრის „მეგობრობა“-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში.
საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დავით კოტარიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა უზბეკეთის სამთავრობო სტრუქტურებისა და მწერალთა კავშირის წარმომადგენლებს, ასევე, ქართულ კულტურულ ცენტრს აქტიური თანამშრომლობისა და ქართულ-უზბეკური მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ქართული კულტურის ცენტრის წარმომადგენლებმა წაიკითხეს ნაწყვეტები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“.
მონაწილეებმა პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს ქ. ტაშკენტში შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლი.