ინფორმაცია დიასპორის წარმომადგენლებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება დისტანციური სწავლების პროგრამა „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“
ინფორმაცია დიასპორის წარმომადგენლებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება დისტანციური სწავლების პროგრამა „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ (https://distancelearning.mes.gov.ge), რომლის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებში ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესება, ეროვნულ-კულტურული იდენტობის განმტკიცება და განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, თანამედროვე დისტანციური სწავლების მექანიზმების გამოყენებით. პროგრამა ეფუძნება საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში მოქმედ საგნობრივ სტანდარტებს, დიასპორის მხარდაჭერის სახელმწიფო პოლიტიკის დებულებებსა და დისტანციური სწავლების მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოს. პროგრამის ფარგლებში სწავლების პროცესს ახორციელებენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები. სასწავლო მოდელი მორგებულია ემიგრანტი ბავშვებისა და მოზარდების ასაკობრივ, ენობრივ და კულტურულ თავისებურებებზე. დაფუძნებულია თანამედროვე პედაგოგიურ მიდგომებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე. პროგრამა სრულად ფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ და განკუთვნილია 5-18 წლის ასაკის ემიგრანტი მოსწავლეებისთვის. ჯგუფებში განაწილება ხდება ასაკისა და ენის ფლობის დონის მიხედვით, რაც უზრუნველყოფს სწავლების ოპტიმალურ ხანგრძლივობას და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებას. პროგრამის ადმინისტრირება სრულად ხორციელდება პორტალის საშუალებით მოიცავს სწავლების მართვისა და მხარდაჭერის სრულ ფუნქციონალს, მათ შორის: •მოსწავლის ან მშობლის რეგისტრაციასა და ავტორიზაციას; •სასურველი პედაგოგისა და სასწავლო ჯგუფის შერჩევის შესაძლებლობას; •ყველა საჭირო სასწავლო რესურსზე ერთიან, წვდომას; •გაკვეთილების ორგანიზებულ, სტრუქტურირებულ და ტექნოლოგიურად გამართულ პროცესს. გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, Microsoft TEAMS პლატფორმის საშუალებით. პროგრამაში ჩასართავად და პორტალზე რეგისტრაციისთვის გამოიყენეთ ბმული: https://distancelearning.mes.gov.ge Information for Diaspora Representatives With the support of the Ministry of Education, Science and Youth of Georgia, the distance learning program “Georgian Language for Emigrants” (https://distancelearning.mes.gov.ge) is being implemented. The aim of the program is to improve the level of proficiency in the Georgian language among children and adolescents living abroad, to strengthen national and cultural identity, and to ensure equal access to education through the use of modern distance learning mechanisms. The program is based on the subject standards operating in the field of general education in Georgia, the provisions of the state policy for supporting the diaspora, and the legislative framework regulating distance education. Within the framework of the program, the educational process is delivered by highly qualified teachers. The learning model is adapted to the age, linguistic, and cultural characteristics of emigrant children and adolescents and is grounded in modern pedagogical approaches and international standards. The program is fully funded by the Ministry of Education, Science and Youth of Georgia and is intended for emigrant students aged 5 to 18. Group placement is carried out taking into account age and level of language proficiency, which ensures an optimal duration of study and its adaptation to individual needs. Program administration is carried out entirely through the portal and includes full functionality for managing and supporting the educational process, including: •registration and authorization of the student or parent; •the ability to choose a preferred teacher and study group; •unified access to all necessary learning resources; •an organized, structured, and technologically sound process for conducting classes. Classes are held twice a week using the Microsoft Teams platform. To participate in the program and register on the portal, please use the following link: https://distancelearning.mes.gov.ge